პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო - კვირის პალიტრა

პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის რიგით მე-12 ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 10 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 51,8% მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია. საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი იმყოფებოდა.