ნატოს სამიტი - კვირის პალიტრა

ნატოს სამიტი

4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართება. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმზ აპატურაის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ინიციატივა, ნატოს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების თაობაზე, კვლავ აქტუალურია. მისივე თქმით, საქართველო "გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს" მიიღებს, რაც გულისხმობს გაზრდილ დახმარებას, საქართველოს სტრატეგიულ მოლაპარაკებებში ჩართვას, ერთობლივ წვრთნებსა და დაგეგმარებაში საქართველოს მონაწილეობას. ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.