კონფლიქტი გრძელდება - კვირის პალიტრა

კონფლიქტი გრძელდება

მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა დონბასში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შეთნხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 5 სექტემბრის 18:00 საათიდან შევიდა ძალაში, თუმცა უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ იცავენ. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ის კმაყოფილია საერთაშორისო მხარდაჭერით და ნატოს სამიტზე მიღებული რეზოლუციით. "უკრაინას პირველად შესთავაზეს თანამედროვე იარაღი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად", - განაცხადა პოროშენკომ. მისივე თქმით, არ აპირებს, ჯარი დაკავებული პოზიციებიდან გაიყვანოს, როგორც ამას ე.წ. პუტინის გეგმა ითვალისწინებს. "დღეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ორ მესამედამდე შემცირდა და ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება", - განაცხადა პოროშენკომ.