ორსული ქალის დაწვა სცადეს - კვირის პალიტრა

ორსული ქალის დაწვა სცადეს

თბილისში, დელისის ქუჩის მესამე შესახვევში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ორმა დამ მეზობელ ფეხმძიმე გოგონას ბენზინი გადაასხა და მისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა. "ვერც კი მივხვდით, ისე უცებ გადაასხეს ბენზინი და ცდილობდნენ ცეცხლი წაეკიდებინათ" - აცხადებენ თვითმხილველები. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის 5 ეკიპაჟი მივიდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე - მუქარის მუხლით მიმდინარეობს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).