ფილმი, რომელიც "ოსკარისთვის" იბრძოლებს - კვირის პალიტრა

ფილმი, რომელიც "ოსკარისთვის" იბრძოლებს

კულტურის სამინისტროში სპეციალურმა კომისიამ "ოსკარზე" წარსადგენი ქართული კინოფილმი გამოავლინა. უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსთვის გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" იბრძოლებს. ფილმს "კარლოვი ვარის" 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო - "ბროლის გლობუსი" უკვე მოპოვებული აქვს. კიდევ ერთი ქართული ფილმი ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარზე" ესტონეთმა წარადგინა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს ახლო მომავალში განიხილავს და 1-ლი ოქტომბრის შემდეგ 9-ფილმიან სიას წარადგენს. "ოსკარის" ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. "ოსკარის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.