ვარძიის გადასარჩენად
08-09-2014
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ვარძიის გადარჩენის 4-წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. პირველ ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინური კვლევებისა და მთელი რიგი სხვა სამუშაოების ჩატარება. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები და საკონსერვაციო სამუშაოების გეგმა. კონკრეტული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება ქვათაცვენის რისკი, რაც აღმოფხვრის კომპლექსის, როგორც ძეგლის ფრაგმენტების განადგურების საფრთხეს, ასევე უზრუნველყოფს ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან
ვარძიის კომპლექსისათვის 570 000 ლარი გამოიყოფა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით