ხაჯიმბა საქართველოს მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ხაჯიმბა საქართველოს მოუწოდებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. "კარგად გვესმის, რომ საქართველოსგან, როგორც მეზობლისგან, ვერსად წავალთ, იძულებული ვართ, გვერდიგვერდ ვიცხოვროთ და საჭიროა ისეთი ურთიერთობების არსებობა, რომლებიც შესაძლო მუქარებისა და საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებას მოგვცემს." - განაცხადა ხაჯიმბამ.