ხაჯიმბა საქართველოს მოუწოდებს
08-09-2014
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. "კარგად გვესმის, რომ საქართველოსგან, როგორც მეზობლისგან, ვერსად წავალთ, იძულებული ვართ, გვერდიგვერდ ვიცხოვროთ და საჭიროა ისეთი ურთიერთობების არსებობა, რომლებიც შესაძლო მუქარებისა და საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებას მოგვცემს." - განაცხადა ხაჯიმბამ.

Chan
20 სექტემბერი 2014 22:36
რაო რა მინდაო,უი მართლა?
luxo
08 სექტემბერი 2014 12:46
ხე მიცდის ოჩამჩირეში . . .

ხევ ყველა ხეზე მაღალო
მარღანიების დარგულო,
ოცამჩირეში კი არა,
ჩემ გულშიც, ფესვებ გადგმულო.

ხე მიცდის ოჩამჩირეში, მარღანიების სახლთან,
რამდენჯერ მოვინახულე, მუდამ გულუხვად დამხვდა.

ვეება ტოტებს დამიხრის, ნიშნად ალალი ძმობის,
მეც ძმურად მივესალმები, მოვეხვევი და ვკოცნი.

მერე, კითხვასაც შევბედავ, დუმილითა და ფიქრით,
მარღანიების დაეგულო, ხეო, ათას წელს ითვლი.


აქ, ამ მიწაზე შობილან, ჩემი ბაბუის პაპანიც,
აქ უთესიათ, აქ უხნავთ, აქ უწევიათ ჭაპანი.
მეც ხომ, იმათი შვილი ვარ, იმათი შთამომავავალი,
ხეო, მითხარი მართალი, რად მემტერება მავანი.
ფეხი მეც ხომ აქ ავიდგი, აქ იდგა ჩემი აკვანი,

ჰკითხე, ჩემ აფხაზ მეზობლებს: ჰკითხე ჩემ აფხაზ და ძმებს,
ამ დიდ ეზოში დაზრდილებს მარღანიებს და ჩაჩბებს,

თუ, ერთი გყვავდა ბებია, პაპის და მამის მშობელი,
ერთი საერთო ჭა გვქონდა უძირო, დაუშრობელი,

თუ ერთად გვიშენებია,ლიხნი, ბედია, ილორი.
ერთი უფალი გვყოლია და ერთი ნათელ-მირონი.

მე რატომ აღაარ მეკვუთვნის, მადლი ამ ცის და ამიწის,
დედის გულმა ხომ შვილებში, ნართაულობა არ იცის.

უთხარი გვეყო მტერობა, სჯობს საძმო გული გავითბოთ,
ურთიერთს თავს შემოვევლოთ უთხრათ უხაწკი საიტო.

მე სხვა სამშობლო არა მაქვს, სხვაგან წამსვლელი არა ვარ,
სიზმარშიც გხედავ მამულო, ფიქრით კი მუდამ აქა ვარ.

ხეო! მაჩუქე იმედი, გაუძლო სუსხს და ქვენა ქარს,
სანამ ძმა გამომიჩნდება, ხევ-- მასპინძელი შენა ხარ!

რედაქტორის რჩევით