აშშ-ის გეგმები - კვირის პალიტრა

აშშ-ის გეგმები

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ამუშავებს გეგმებს რუსეთის სიახლოვეს მდებარე ქვეყნების, კერძოდ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მხარდასაჭერად. ნატოს უელსის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა: "ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ნატოში გაწევრების ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დაკისრებულ ვალდებულებებს მაღალი სტანდარტებით ასრულებენ. შევთანხმდით, რომ პარტნიორობას გავაფართოებთ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გლობალური უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ. ჩვენ მათთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, მათ შორის ის ქვეყნებიცაა, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან."