უელსი 2014
08-09-2014
უელსი 2014
4-5 სექტემბერს უელსში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა, რომელიც ტრადიციულად კომუნიკეს მიღებით დასრულდა. მასში აისახა ყველა ის შეთანხმება და რეკომენდაცია, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად და პარტნიორების გასამხნევებლად სამიტზე მიიღეს. კომუნიკეს 93-ე მუხლი საქართველოს შეეხება და მასში ნათქვამია, რომ ნატო საქართველოს თავდაცვასა და მის ალიანსთან ურთიერთობას საგანგებო პაკეტით გააძლიერებს, რაც ქვეყანას ალიანსში გაწევრების სამზადისში დაეხმარება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, საქართველოსთვის თავ
დაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს საკითხი მოკავშირეებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდება. ნატოს სამიტზე ასევე იმსჯელეს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით