მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აიკრძალება?
15-09-2014
მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აიკრძალება?
თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მთავრობა და შპს "თბილისის მიკროავტობუსი" კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. "არსებობს პრეტენზიები სერვისის ხელმისაწვდომობის თაობაზე, პრობლემურია ზაფხულში მიკროავტობუსებში კონდიცირების საკითხიც. გარდა ამისა, მგზავრთა ნაწილი დგას ფეხზე და უქმნის დისკომფორტს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხედან. შევთანხმდით, რომ მალე მგზავრები ფეხზე აღარ იდგებიან. ამასთან დაკავშირებით თავის წინადადებებს შპს "თბილისის მიკროავტობუსი" წარმოადგენს. ასევე მომდევნო წლის გაზაფხულიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა", - განაცხადა ნარმანიამ. რაც შეეხება მგზავრობის ფასის გადახედვას, ნარმანიას განმარტებით, ფინანსური დოკუმენტაციის
შესწავლის შემდეგ, გაირკვევა, თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების შეცვლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით