"ქობულეთში რაც მოხდა, პროვოკაციაა" - კვირის პალიტრა

"ქობულეთში რაც მოხდა, პროვოკაციაა"

ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარზე ჩამოკიდეს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მომხდარი დაგმო. "ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს. ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც სურთ საქართველოში შექმნან დესტაბილიზაციის სურათი და გააღვივონ რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში". ეს ინციდენტი სპეციალური განცხადებით გააპროტესტა საქართველოს საპატრიარქომაც.