მერმა მასალები გამოძიებას გადასცა - კვირის პალიტრა

მერმა მასალები გამოძიებას გადასცა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, თბილისის წინა მთავრობასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2013 წლის 17 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკში მერიის ანგარიშებზე არსებული მიმდინარე ნაშთებისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა. "ამის გამო თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირება ბანკმა შესთავაზა, ამას მერია არ უნდა დასთანხმებოდა და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი. უარესი დარღვევაა, თუ ეს ბანკს მერიამ შესთავაზა", - განაცხადა ნარმანიამ. მერის თქმით, მოძიებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ 2013 წლის ხელშეკრულების გაფორმების რეალურ მიზანს და ასევე შესაძლო კერძო ინტერესებს.