მარგველაშვილი გაეროში აღარ წავა - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი გაეროში აღარ წავა

მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კარგა ხნის პოლემიკის შემდეგ, თუ რამდენი დელეგაცია უნდა წასულიყო გაეროს ასამბლეაზე საქართველოდან, გაირკვა, რომ პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება. ვიზიტის ჩაშლის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. "მოხდა ისე, რომ ძალიან სერიოზული და ორგანიზებული მუშაობა გაჩაღდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია. ჩემი აზრით, ეს არასწორი ნაბიჯია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ გადაიდგა. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).