მარგველაშვილი გაეროში აღარ წავა
15-09-2014
მარგველაშვილი გაეროში აღარ წავა
მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კარგა ხნის პოლემიკის შემდეგ, თუ რამდენი დელეგაცია უნდა წასულიყო გაეროს ასამბლეაზე საქართველოდან, გაირკვა, რომ პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება. ვიზიტის ჩაშლის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. "მოხდა ისე, რომ ძალიან სერიოზული და ორგანიზებული მუშაობა გაჩაღდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია. ჩემი აზრით, ეს არასწორი ნაბიჯია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ გადაიდგა. ეს ნაბიჯი გადაიდგა არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,
არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

nino
16 სექტემბერი 2014 12:16
ვაა ტყუილად მოაწერა კაცო კაცმა ხელი?

რედაქტორის რჩევით