"სამწუხაროა, რომ ქართული სალოცავი თურქეთში არ არის" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ ქართული სალოცავი თურქეთში არ არის"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეჰმედ გორმეზის, უმასპინძლა. შეხვედრაზე უწმინდესმა და უნეტარესმა თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. "საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა - ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქნებ იყოს საშუალება, იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღდგეს ქართულად მსახურება... ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი", - ბრძანა პატრიარქმა. თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აჰმედის და აზიზიეს მეჩეთები აშენდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).