"სამწუხაროა, რომ ქართული სალოცავი თურქეთში არ არის"
15-09-2014
"სამწუხაროა, რომ ქართული სალოცავი თურქეთში არ არის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეჰმედ გორმეზის, უმასპინძლა. შეხვედრაზე უწმინდესმა და უნეტარესმა თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. "საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა - ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქნებ იყოს საშუალება, იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა
და აღდგეს ქართულად მსახურება... ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი", - ბრძანა პატრიარქმა. თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აჰმედის და აზიზიეს მეჩეთები აშენდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).







მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?