შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა - კვირის პალიტრა

შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა

შოტლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩებოდა, თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა. რეფერენდუმის შედეგები უკვე ცნობილია, კითხვას -„უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა, ამომრჩევლების 55,3%-მა უარყოფითად უპასუხა. დამოუკიდებლობის მომხრე მხოლოდ 44,7 % აღმოჩნდა. შოტლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაური ალექს სალმონდი შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).