ჩოჩიევი ახალგორელებს დევნილის სტატუსის დათმობას აიძულებს
22-09-2014
ჩოჩიევი ახალგორელებს დევნილის სტატუსის დათმობას აიძულებს
ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ოკუპირებული ახალგორის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა, სამხრეთ ოსეთიდან დევნილის სტატუსი და ე.წ. დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი აქვთ, ეკრძალებათ ცხინვალის ხელისუფლებას საშვი მოსთხოვონ. მისი თქმით, უშიშროების მომავალ საბჭოზე კატეგორიულად მოითხოვს, რომ ვიდრე ახალგორის ესა თუ ის მცხოვრები არ წარმოადგენს საქართველოს დევნილთა სამინისტროს მიერ გაცემულ საბუთს, რომლის თანახმადაც, უარს აცხადებს დევნილის სტატუსზე და არ ჩააბარებს წეროვანში არსებულ საცხოვრებელს, მას საშვი არ მიეცემა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით