აბაშიძე კარასინს ესაუბრა
22-09-2014
აბაშიძე კარასინს ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ტელეფონზე ისაუბრეს. ითქვა, რომ უახლოეს მომავალში რეგულარული ავიარეისების აღდგენამ, თბილისსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. "მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში პრაღაში ოქტომბრის შუა რიცხვებში მორიგი შეხვედრა გაიმართება", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით