"2008 წლის გაკვეთილები შესასწავლია" - კვირის პალიტრა

"2008 წლის გაკვეთილები შესასწავლია"

"საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ძალიან პოზიტიურ, კონსტრუქტიულ და მე ვიტყოდი, პროდუქტიულ დიალოგს ვაწარმოებთ, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა. - საქართველოს ლიდერებთან ნატოს უელსის სამიტზე მეტად სასარგებლო დისკუსია გავმართეთ, რომელსაც მომავალ კვირას, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნისას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, მომდევნო თვეებში, თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით გაფართოვდება". მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მეტიც, მათ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობა რეგიონის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან. მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წლის გაკვეთილები ჯერ კიდევ შესასწავლია.