გახდება თუ არა საქართველო აშშ-ის მთავარი პარტნიორი?! - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა საქართველო აშშ-ის მთავარი პარტნიორი?!

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, სახელწოდებით: "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი," რომელიც ნატოს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტი ძალაში შევა, თუ არა, საკითხავია, რადგან ჯერ არაერთი პროცედურაა გასავლელი, საბოლოოდ კი მხოლოდ პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო.