მენინგიტის შემთხვევებმა იმატა - კვირის პალიტრა

მენინგიტის შემთხვევებმა იმატა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო საზანოს სკოლის ორი მოსწავლე მენინგიტის ვირუსით დაინფიცირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 12 წლის გოგონას - ბაქტერიული მენინგიტის, ხოლო 7 წლის ბიჭს ვირუსული მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  ცენტრის მონაცემებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოში მენინგიტის თორმეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ასაკი 25 წელს არ აღემატება.