ზღვისპირეთს სტიქიამ შეუტია - კვირის პალიტრა

ზღვისპირეთს სტიქიამ შეუტია

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა აჭარის ზღვისპირა საკურორტო ზონა. სტიქიამ განსაკუთრებით შეუტია ქალაქ ბათუმს, სადაც 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. დაიტბორა სანაპირო ზოლი, სახლები... ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც აჭარა-გურიის მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლა შეიზღუდა. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).