"სითი პარკი" დააჯარიმეს
თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანია "სითი პარკს" 2007 წლიდან დასუფთავების მოსაკრებელი არ გადაუხდია, რის გამოც დაჯარიმდა. მერიის წარმომადგენელთა თქმით, 7 წლის განმავლობაში თანხის გადაუხდელობამ დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 900.000 ლარით დააზარალა, მიუხედავად ამისა, კომპანია მხოლოდ 2013 წლის 1-ლი ივნისიდან გადაუხდელი თანხის ოდენობით - 145.000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის.