თურქეთის სკოლებში ქართულ ენას ასწავლიან
29-09-2014
თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლიდან საშუალო სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244-საათიან სწავლების კურსს ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძეს) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძეს). "თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის დამტკიცება
თურქეთში არსებული ქართული დიასპორის აქტიურობის შედეგია", - განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ.

glaxuna
03 ოქტომბერი 2014 12:09


ყოჩაღ,წარმატებები მეგობრებო!!!

რედაქტორის რჩევით