სკანდალი ქართულ ფეხბურთში
29-09-2014
სკანდალი ქართულ ფეხბურთში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, დაკავებულნი არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებული პირები 2.500-დან 5.000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე. ამ სქემით ბრალდებულები მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ, წინასწარი გარიგების შედეგად დადებული ფსონი მოეგოთ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის
ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ (ვრცლად იხ. გვ. 38, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით