რასმუსენი დაგვემშვიდობა
29-09-2014
რასმუსენი დაგვემშვიდობა
”რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს და ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდავეთის დაშინებაა", -  განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს გენერალური მდივნის ამპლუაში მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. მისივე თქმით, ის ტოვებს უფრო ეფექტიან საბრძოლო ორგანიზაციას, რომელსაც სულ უფრო აგრესიულ რუსეთთან მოუწევს საქმის დაჭერა. რასმუსენის განცხადებით, ნატოს გენმდივნის პოსტზე ყოფნისას რუსეთის საქციელი მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მას ვადა 30 სექტემბერს ეწურება, თუმცა, რასმუსენმა
ნატოს შტაბბინა უკვე დატოვა. ის ნატოს რიგით მე-12 გენერალური მდივანი იყო და ორგანიზაციას 2009 წლის 1-ლი აგვისტოდან თავკაცობდა. 1-ლი ოქტომბრიდან ამ პოსტს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი დაიკავებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით