ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში
29-09-2014
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს, ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესზე. ღარიბაშვილმა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა: `ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ქვეყნის წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება
მოიტანს". პრემიერმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა. პრემიერი, მეუღლესთან ერთად, მიწვეული იყო ბარაქ და მიშელ ობამების სახელით გამართულ მიღებაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას გაესაუბრა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით