პატრიარქმა პანაშვიდი აღავლინა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა პანაშვიდი აღავლინა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 21 წელი შესრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ქართული ჯარის ნაწილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, აფხაზური მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. `ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).