რას გეგმავს ხაჯიმბა?
06-10-2014
რას გეგმავს ხაჯიმბა?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი "გამშვები პუნქტის" ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომ "საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს".

"სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა დანარჩენი უნდა დაიკეტოს." - განაცხადა ხაჯიმბამ. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე - 6, ერთი
ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს.
beriberi
06 ოქტომბერი 2014 10:09
ხე მიცდის ოჩამჩირეში . . .

ხევ ყველა ხეზე მაღალო ”დაბადების დღეს გილოცავ,
მარღანიების დარგულო, ჩვენო დიდო თავადო,
ოჩამჩირეში კი არა, უჩინოდაც გენერალო,
ჩემ გულშიც, ფესვებ გადგმულო. კაცო თავის თავადო.”

ხე მიცდის ოჩამჩირეში, მარღანიების სახლთან,
რამდენჯერ მოვინახულე, მუდამ გულუხვად დამხვდა.

ვეება ტოტებს დამიხრის, ნიშნად ალალი ძმობის,
მეც ძმურად მივესალმები, მოვეხვევი და ვკოცნი.

მერე, კითხვასაც შევბედავ, დუმილითა და ფიქრით,
მარღანიების დაეგულო, ხეო, ათას წელს ითვლი.


აქ, ამ მიწაზე შობილან, ჩემი ბაბუის პაპანიც,
აქ უთესიათ, აქ უხნავთ, აქ უწევიათ ჭაპანი.
მეც ხომ, იმათი შვილი ვარ, იმათი შთამომავავალი,
ხეო, მითხარი მართალი, რად მემტერება მავანი.
ფეხი მეც ხომ აქ ავიდგი, აქ იდგა ჩემი აკვანი,

ჰკითხე, ჩემ აფხაზ მეზობლებს: ჰკითხე ჩემ აფხაზ და ძმებს,
ამ დიდ ეზოში დაზრდილებს მარღანიებს და ჩაჩბებს,

თუ, ერთი გყვავდა ბებია, პაპის და მამის მშობელი,
ერთი საერთო ჭა გვქონდა უძირო, დაუშრობელი,

თუ ერთად გვიშენებია,ლიხნი, ბედია, ილორი.
ერთი უფალი გვყოლია და ერთი ნათელ-მირონი.

მე რატომ აღაარ მეკვუთვნის, მადლი ამ ცის და ამიწის,
დედის გულმა ხომ შვილებში, ნართაულობა არ იცის.

უთხარი გვეყო მტერობა, სჯობს საძმო გული გავითბოთ,
ურთიერთს თავს შემოვევლოთ უთხრათ უხაწკი საიტო.

მე სხვა სამშობლო არა მაქვს, სხვაგან წამსვლელი არა ვარ,
სიზმარშიც გხედავ მამულო, ფიქრით კი მუდამ აქა ვარ.

ხეო! მაჩუქე იმედი, გაუძლო სუსხს და ქვენა ქარს,
სანამ ძმა გამომიჩნდება, ხევ-- მასპინძელი შენა ხარ!

რედაქტორის რჩევით