რას გეგმავს ხაჯიმბა? - კვირის პალიტრა

რას გეგმავს ხაჯიმბა?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი "გამშვები პუნქტის" ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომ "საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს".

"სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა დანარჩენი უნდა დაიკეტოს." - განაცხადა ხაჯიმბამ. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე - 6, ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს.