წვევამდელი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

წვევამდელი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" საგუშაგოზე წვევამდელი დავით ბოლოთაური გარდაცვლილი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული რიგითი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა აღმოაჩინა. თავდაცვის უწყების განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული. 1996 წელს დაბადებული დავით ბოლოთაური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა.