საქართველო პირველ ადგილზეა - კვირის პალიტრა

საქართველო პირველ ადგილზეა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის,  მედიის თავისუფლების ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდავეთი, მესამეზე კი - უკრაინა, რომელმაც გასულ წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და სომხეთი ჩამოიტოვა. შემდეგ პოზიციაზე არიან აზერბაიჯანი და ბელორუსია. კვლევის ფარგლებში 60 მედიაექსპერტი გამოიკითხა.