"გოსფილმოფონდი" ფილმებს გვიბრუნებს
"გოსფილმოფონდი" ფილმებს გვიბრუნებს
საქართველოს კულტურის სამინისტროში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი "გოსფილმოფონდი" საქართველოს 1916 წლიდან 1990 წლამდე გადაღებულ და ფონდში დაცულ ქართულ ფილმებს გადასცემს.

ამასთან დაკავშირებით, მემორანდუმს კულტურის სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის "გოსფილმოფონდის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა მოაწერეს ხელი. კულტურის მინისტრის თქმით,  ფონდში დაცული მასალების გადმოცემას 5-წლიანი პერიოდი დასჭირდება.

"გოსფილმოფონდის" დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა განაცხადა, რომ ამჟამად ფონდში ინახება 381 მხატვრული,
200-მდე ანიმაციური და 100-მდე დოკუმენტური ქართული ფილმი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები