"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას, მისივე მტკიცებით, "თავისუფალი ზონის" 10-12 წარმომადგენელი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარს "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" აქტივისტებს შორის რამდენიმერაუნდიანი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა დავითაიას ცემის ფაქტზე ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 4.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ახალგაზრდების დაპირისპირებისას პოლიციამ "თავისუფალი ზონის" კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავა, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად. გოგოხია მოსამართლემ 6.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა (ვრცლად იხ. გვ. 6,7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).