ევროსაბჭოს რეზოლუცია
06-10-2014
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა რიგ შემთხვევებში ჩრდილავდა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას. ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაემყარება ფართო კონსენსუსს; ასევე მიესალმება კონსტიტუციური რეფორმებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას; რეზოლუციაში, მართლმსაჯულებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, გამოთქმულია შეშფოთება და
ა.შ. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით