პატრიარქმა მედიას მოუწოდა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მედიას მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი. პატრიარქმა ბრძანა: "თითქმის ყოველდღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ტრავმას ვაყენებთ ჩვენს ხალხს. ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ".