გილაურმა ჟვანია მოხსნა - კვირის პალიტრა

გილაურმა ჟვანია მოხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი თქმით,  მინისტრის

გადაყენების მიზეზი გახდა უწყებისა და პირადად ლაშა ჟვანიას არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ბოლო 6 თვის განმავლობაში: "უკმაყოფილო ვარ სამინისტროს მუშაობით. მან არ შეუქმნა ინვესტორებს დადებული ხელშეკრულებების რეალიზაციის ხელშემწყობი გარემო. უწყება არაკოორდინირებულად მუშაობს სხვა სამინისტროებთანაც. პრობლემები და ხარვეზები იყო ჰესების მშენებლობის, სოფლის მეურნეობის სფეროში. სამინისტრო არადამაკმაყოფილებლად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ასი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტის საქმეში". ნიკა გილაურის თქმით, "შეჩერებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია, შემცირებულია საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინება, არადამაკმაყოფილებელია საპრივატიზაციო თანხების შემოსვლა, რომლის გეგმა წელს 77 მლნ-ს შეადგენდა და ამჟამად მხოლოდ 15 მილიონი ლარია შემოსული. ამიტომაც ვარ უკმაყოფილო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მუშაობით, მას მოუწევს თანამდებობის დატოვება. ამ საკითხზე ვესაუბრე პრეზიდენტსაც და მისგან თანხმობა" მივიღე", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ლაშა ჟვანიამ უარყო პრემიერ ნიკა გილაურის ყველა ბრალდება და აღნიშნა, რომ დასახელებული ყველა მიზეზი უსაფუძვლოა: "ნიკა გილაური ეწინააღმდეგება ფაქტებსაც და თავად პრეზიდენტსაც, რომელსაც არაერთხელ აღუნიშნავს ჩემი მუშაობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში როგორც ელჩად, ისე საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტში მუშაობისას" (ვრცლად იხ. გვ. 6).