ებოლას ვირუსზე საქართველოში 13 პირს აკვირდებიან
13-10-2014
"ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან", - განაცხადა "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, ისინი საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოვიდნენ. ვირუსის საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ მათზე მეთვალყურეობას შეწყვეტენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ერთი თვის წინ საქართველოში შემოსულებიდან ექიმები აკვირდებოდნენ 57 პირს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსს უკვე 3 860 კაცი ემსხვერპლა, რომელთაგან უმრავლესობა დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა
შორის 200-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკია.
nino
19 ოქტომბერი 2014 10:16
აკვირდებიან, ესენი კი ამ დროს ქუჩებში დადიან, სასწავლებლებში და ა.შ.ვის აბოლებენ დებილები ხომ არ გგონივართ?გარეთ რატომ უშვებთ??
ana
13 ოქტომბერი 2014 23:01
არის კი მზად საქარტველოს ჯანდაცვის სამინისტრო,სანიტარული მომსახურების მხრივ მზად??გააჩნიატ ცპეც დანიშნულების ტანსაცმელი?კეტდება დიზენფექცია აეროპორტსა და სხვა დაწესებულებებში? არიან კი მზად გააკეტონ კონტროლი ყველა შემოსულისა??გადამოწმდა კი არა ლეგალი აფრიკელები?

რედაქტორის რჩევით