ჰეროინის გადამტანი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ჰეროინის გადამტანი გაათავისუფლეს

დიდი ოდენობით თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე დაკავებული მძღოლი გურამ ცეცხლაძე გათავისუფლებულია. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, ავტომანქანაში არსებული ტვირთი ნარკოტიკულ ნივთიერებას თუ შეიცავდა. ცეცხლაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ მოლდავეთში საპნის ხსნარი მიჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ივნისში გურამ ცეცხლაძის სატვირთო ავტომობილში სამართალდამცველებმა 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. ძიება გრძელდება. პატიმრობაში რჩებიან ამ საქმეზე დაკავებული ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ.