პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება - კვირის პალიტრა

პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება

პარლამენტის კომიტეტებში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს ეცნობიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება. ზრდის დინამიკის შენარჩუნება იგეგმება 2016 წელსაც. პენსიების ზრდის კონკრეტული მოცულობა ცნობილი უახლოეს ორ თვეში გახდება. რაც შეეხება პედაგოგთა საბაზო ხელფასებს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებისას თანხების მობილიზება ამ მიმართულებითაც მოხდება.