"ჟვანიას საქმის გამოძიება მალე დასრულდება"
13-10-2014
"ჟვანიას საქმის გამოძიება მალე დასრულდება"
"ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე დასკვნით ფაზაში შევა", - განაცხადა ყოფილი პრემიერის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ. დეპუტატის თქმით, ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, თუ გადაწყდა, მას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ. "გამოძიების დასრულების ვადას ნუ დავთქვამთ. ცოტა ძნელია ამ საქმეში სიზუსტის დაცვა, მაგრამ ის ძალიან მალე გაიხსნება. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, ისინი საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად უკვე გახმაურდა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით