ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი - კვირის პალიტრა

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებისას მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე განიხილეს რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესში რუსეთის პასუხისმგებლობას სრულიად გამორიცხავს. ამგვარ განხილვას კატეგორიულად უარყოფენ ქართული დელეგაციის წევრები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა: "შეხვედრებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წამოაყენა ეს საკითხი, თუმცა, ჩვენ მყისიერად განვუმარტეთ, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება. არანაირი რუსული პროექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციისა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს".