"სიკეთე გადაარჩენს საქართველოს" - კვირის პალიტრა

"სიკეთე გადაარჩენს საქართველოს"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: "ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც სიკეთე არ არის. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს. მაგრამ სად არის ეს სიმართლე, არავინ იცის. ყოველი ადამიანი ეძებს სიმართლეს სხვაში და არა თავის თავში. სიმართლის ძიება უნდა დავიწყოთ ჩვენი თავიდან. წმ. ბასილი დიდი ამბობს: "ბოროტებას არ კურნავს ბოროტება. როცა ბოროტებაზე ბოროტებით უპასუხებთ, ის ბოროტება ორმაგდება და უარესი ხდება". ამიტომ ბრძენი ადამიანი, როცა ბოროტებას გაუკეთებენ, სიკეთით უპასუხებს და ამით გადაუკეტავს ბოროტებას გზას. დიდი სიბრძნეა, როცა ადამიანს აქვს განცდა თვისთა ცოდვათა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ცხონების გზაზე დგას, ღმერთთან ახლოა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება... სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს".