"ბენდუქიზმის" გამარჯვება საქართველოში" - კვირის პალიტრა

"ბენდუქიზმის" გამარჯვება საქართველოში"

ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას ლაშა ჟვანიას გათავისუფლება "ბენდუქიზმის" გამარჯვებად მიაჩნია: ""ჟვანიას გათავისუფლება მოსალოდნელი იყო, რადგან როგორც

კი მინისტრი გახდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ორი მოადგილე. ისინი კახა ბენდუქიძის კადრები და მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ". პაპავას განმარტებით, ჟვანიას საქმიანობას რომ დაუწუნებდნენ, მაშინ გახდა ცხადი, როცა პრემიერ-მინისტრმა გილაურმა ჟვანიას გათავისუფლებული პირები თანაშემწეებად დანიშნა. "სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას კახა ბენდუქიძემ შექმნა ახალგაზრდა თანამოაზრეთა ფართო წრე, რომლებიც ქართული ეკონომიკის ნგრევას განაგრძობენ"", - დასძენს ლადო პაპავა.