სტატუსი 11 ათას სტუდენტს შეუჩერდა - კვირის პალიტრა

სტატუსი 11 ათას სტუდენტს შეუჩერდა

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი 11 ათას სტუდენტს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებსაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, 11 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა უმეტესობას 100 ლარამდე დავალიანება აქვს. ისინი გარკვეული მიზნით, შეგნებულად, იჩერებენ სტუდენტის სტატუსს, ვთქვათ, იმისათვის, რომ ჯარში არ გაიწვიონ.  თამარ სანიკიძის თქმით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა, ასევე გაიზარდა სტიპენდიის ოდენობა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. მინისტრის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი მხოლოდ 137 სტუდენტს შეუჩერდა.