პრემიერის დავალება - კვირის პალიტრა

პრემიერის დავალება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელზეც განიხილეს რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულის საკითხები და ასევე ისაუბრეს ამ თემის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საგარეო აქტივობების შესახებ გაწერილი პოლიტიკური გეგმის მომზადება. გეგმა უნდა ითვალისწინედეს ღონისძიებებს, რომლითაც ქვეყნა წინ უნდა აღუდგეს ანექსიის ამ პროცესს. გეგმის განხორციელებაში ყველა სახელმწიფო უწყება ჩაერთვება.