საქართველოს ახალაიას ექსტრადიციაზე უარი უთხრეს - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალაიას ექსტრადიციაზე უარი უთხრეს

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. კუდ-ის ყოფილი უფროსი საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს.  დაკავებიდან მოკლე ხანში ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.