ალასანია პარტიის თავმჯდომარედ ბრუნდება? - კვირის პალიტრა

ალასანია პარტიის თავმჯდომარედ ბრუნდება?

"თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ყრილობაზე, რომელიც 8 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, პარტიის ხელმძღვანელობის როტაციული პრინციპით შეცვლა იგეგმება, რაზეც პარტიის წარმომადგენლები ლაპარაკობენ. მათივე თქმით, ყრილობაზე, სავარაუდოდ, განიხილება, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი. "2016 წლამდე, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციის შემადგენლობაში ვართ და გვაქვს მტკიცე სურვილი და ნება, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს", - აცხადებენ პარტიაში.